აშშ-ს გემებთან მიახლოვების შემთხვევაში თვითმფრინავები სამხედრო პასუხს მიიღებენ

რუსული სამხედრო ავიაციის მიერ ამერიკულ გემებთან ახლოს ფრენა ადრე თუ გვიან შემთხვევით სამხედრო შეჯახებას გამოიწვევს – ამის შესახებ გაერთიანებული კომიტეტის შტაბების ხელმძღვანელმა ჯოზეფ დანფორდმა განაცხადა – Military.com წერს.
დანფორდი ამერიკელი სენატორების წინაშე მოხსენებით წარსდგა და თქვა, რომ აშშ-ს სამხედრო გემებსა და რუსეთის სამხედრო ავაიციას შორის უკვე მესამედ დაფიქსირდა ინციდენტი. მისი თქმით, რუსული ბომბდამშენების ამერიკულ გემებთან მიახლოვება ისეთ მანძილზე ხდება, რომ კაპიტანმა აუცილებლად უნდა მიიღოს რაიმე სახის ზომა გემის დასაცავად და ამასთანავე, ის ვალდებული არ არის ამისათვის მთავარსადრდალს სთხოვოს ნებართვა. შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ეს “სიტუაციის არასწორი შეფასების რისკს ზრდის”.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსული ავიაგამანადგურებელი სუ-24 და ვეტმფრენი კა-27 ამერიკულ სამხედრო ხომალდ “დონალდ კუკს” 9 მეტრის სიშორეზე მიუახლოვდა. შემთხვევა ბალტიის ზღვაზე მოხდა.

banner
წინა სტატიაში“ისლამურმა სახელმწოფომ” მანქანებით და თევზით დაიწყო ვაჭრობა
შემდეგი სტატიადასავლეთი თბილისს ახალი “მთავრობის გადასაცემად” ამზადებს