აშშ-ს გაზსადენზე მომხდარი ჰაკერული თავდასხმის უკან არ დგას რუსეთის მთავრობა, მაგრამ ჰაკერები რუსეთში ცხოვრობენ

ვაშინგტონს საკმარისი მტკიცებულებები აქვს იმისათვის, რომ იფიქროს, რომ აშშ-ს უმსხვილეს გაზსადენზე Colonial Pipeline მომხდარი ჰაკერული თავდასხმის უკან რუსეთში მცხოვრები პირები დგანან.

“ჩვენ არ ვთვლით, რომ რუსეთის მთავრობა დაკავშირებულია ამ თავდასხმასთან, მაგრამ ჩვენ საკმარისი მტკიცებულებები გვაქვს იმისთვის, რომ ვიფიქროთ, რომ დამნაშავეები, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს, რუსეთში ცხოვრობენ” – ბაიდენმა განაცხადა.
პირდაპირ შეკითხვაზე, არის თუ არა ის დარწმუნებული, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ დგას ამ თავდასხმის უკან, ბაიდენმა უპასუხა, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს არ სჯერა იმის, რომ ეს პუტინის ხელდასმით მოხდა. ბაიდენმა, ასევე, აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრაზე ის ამ თავდასხმაზეც ისაუბრებს.

ბაიდენის კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც Colonial Pipeline-მა სამუშაოების განახლების შესახებ გააკეთა განცხადება. გაზსადენი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა აშშ-ში, ის დასავლეთ სანაპიროს 90%-ს ამარაგებს გაზით.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთმა არ შეუშვა და ქვეყნიდან გააძევა ევროკავშირის მოქალაქეები, რომელთაც წესით შესვლის უფლება ჰქონდათ
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს ეწვია