აშშ-ს ელჩმა ილია II-ს უმასპინძლა- იან კელიმ პატრიარქისგან საჩუქრად ნახატი “ნატვრის ხე” მიიღო

pp

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ პატრიარქ ილია II-ს უმასპინძლა. შეხვედრა ელჩის რეზიდენციაში გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ საელჩო ავრცელებს:
“დღეს ელჩ კელისა და მის მეუღლე ფრანჩესკას მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის მასპინძლობის პატივი ხვდათ. შეხვედრისას, რომელიც ელჩის რეზიდენციაში გაიმართა, აშშ-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს. ფრანჩესკა ოპერის პროფესიონალი მომღერალია. სადილისას მან და ილია II-მ პატრიარქის მუსიკალურ კომპოზიციებზე ისაუბრეს. პატრიარქმა ელჩს საჩუქრად გადასცა ნახატი, რომელზეც ნატვრის ხეა გამოსახული.”- აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

banner
წინა სტატიაშიირლანდიელ მღვდელს კოკაინის ყნოსვის დროს წაასწრეს
შემდეგი სტატიაბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება