აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ამერიკელი დიპლომატები კიევში დაბრუნდნენ

2 თვიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ს საელჩო უკრაინაში მუშაობას ანახლებს. დღეს კიევში დაბრუნდნენ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კრისტინა კვიენი და ამერიკელი დიპლომატების ჯგუფი.

აშშ-ის საელჩო უკრაინის დედაქალაქში თებერვლის შუა რიცხვებში დაიხურა, რუსეთიდან მომდინარე ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ფონზე.

აპრილის ბოლოს, კიევში ვიზიტის დროს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დიპლომატებს უკრაინაში დააბრუნებდა.

კვიენი და სხვა ამერიკელი დიპლომატები კიევში ევროპის გამარჯვების დღეს, რუსულ 9 მაისამდე ერთი დღით ადრე დაბრუნდნენ. დღესვე, უკრაინაში ჩავიდა აშშ-ს პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი.

banner
წინა სტატიაშიკანადის საელჩომ უკრაინაში მუშაობა განაახლა
შემდეგი სტატიარუსეთისთვის აშშ-ის ახალი, მკაცრი სანქციები ახლოვდება – კულება