აშშ-ს ელჩის გზავნილები – პროკურატურამ არჩევნების დემოკრატიულ ჩატარებას უნდა შეუწყოს ხელი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი არჩევნებამდე 5 თვით ადრე პროკურატურის ხელმძღვანელს შეხვდა და პროკურატურა დაასახელა პასუხისმგებელ ორგანოდ, რომელმაც ხმების მოსყიდვა, ამომრჩევლის დაშინება და დარღვევებზე სათანადო რეაგირება უნდა უზრუნველყოს.

ეს ოპოზიციისთვის მკაფიო და პოლიტიკური გზავნილია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სტრატეგიული პარტნიორი ივანიშვილის გუნდის მიერ ხალხის გადაგდებისა და ადმინისტრაციული რესურსის მობილიზებით მოგებული არჩევნების ფონზე, „ქართულ ოცნებას“ გაფრთხილებას უგზავნის.

ოპოზიციას „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენებაში ადანაშაულებს. ოპოზიცია კი ახსენებს, რომ ბოლო არჩევნების დროს გამოვლენილი ზეწოლისა და შესაძლო მოსყიდვის შესახებ საქმეები პროკურატურას ხელუხლებლად თაროებზე აქვს შემოწყობილი.

კელი დეგნანის გზავნილის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებზე საერთაშორისო მისიების გამორჩეულ აქტივობას ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი: „იმედი მაქვს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, ეუთოს და საერთაშორისო მისიები დააკვირდებიან“
შემდეგი სტატიაპარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს