აშშ-ს ელჩი საქართველოში – ნამდვილად ვაფასებ საქართველოს პრემიერის და მთავრობის ინიციატივას ამ მნიშვნელოვანი ფორუმის ჩატარებისთვის

მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები „აბრეშუმის გზის ფორუმზე“, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მასპინძლობს. ფორუმი უაღრესად მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც იკრიბება კერძო და საჯარო სექტორი, შუა დერეფნის ქვეყნების ლიდერები ამ მნიშვნელოვანი სატრანზიტო გზის განვითარების მხარდასაჭერად, – ამის შესახებ აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, რობინ ლ. დანიგანმა განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, რობინ ლ. დანიგანი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობს. ამასთან, აღნიშნავენ, რომ ისევე, როგორც არაერთი სტუმარი აშშ-დან – ისინი ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელებსა და სხვა ღონისძიებებს დაესწრებიან. მათ შორის, როგორც აშშ-ს ბიზნეს-სექტორიდან, ისე USAID-დან, საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან.

„ახალგაზრდა დიპლომატი რომ ვიყავი, საქართველოსთან ერთად ვმუშაობდი ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის პროექტზე. საოცარია, რომ დღეს აქ დავბრუნდი და ვხედავ, რას მიაღწია საქართველომ შუა დერეფნის, გზების, რკინიგზის და პორტების განვითარების კუთხით. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ, შეერთებული შტატები და ჩვენი კომპანიები, რათა გავაგრძელოთ ამ განვითარების მხარდაჭერა და მონაწილეობა, რადგან ვიცით შუა დერეფნის ნამდვილი ღირებულება და საქართველოს როლი ამ შუა დერეფანში. ასე რომ, როგორც ელჩი აქ, მე აბსოლუტურად მზად ვარ მხარი დავუჭირო ამ საკითხს“, – აღნიშნა აშშ-ს ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – გასული ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში საუკეთესო ადგილი ბიზნესის კეთების თვალსაზრისით
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი მიზანია, რომ განვახორციელოთ ფართომაშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ვავითარებთ ახალ პორტს ანაკლიაში, ეს არის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს პრიორიტეტია ჩვენთვის