აშშ-ს ელჩი პატრიარქს აღსაყდრების 40 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს აღსაყდრების 40 წლის იუბილეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ულოცავს.
„კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე სტაბილურობის ძლიერი ხმაა, მისი სიბრძნე, თავმდაბლობა და სულიერება წარმოაჩენს ქართველი ხალხისა და ქართული კულტურის ღირსებებს. ამერიკის შეერთებული შტატები ულოცავს მის უწმინდესობას, პატრიარქ ილია მეორეს მისი აღსაყდრების 40 წლისთავს. მადლობას ვუხდით მის უწმინდესობას და უნეტარესობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან მტკიცე პარტნიორობისა და საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს დამდეგ დღესასწაულებზე და მოუთმენლად ველით მომდევნო წლებში მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას“,- განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშისინოდი:ეკლესიის მიმართ დაპირისპირება ყოველწლიურად იზრდებოდა, 2017 წელს ამ ბრძოლამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
შემდეგი სტატიაშსს-მ „ვისოლის“ ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა