აშშ-ს ელჩი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტს მიესალმება

იან კელი

აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის თაობაზე, მიესალმება.

„საქართველო არის მოდელი დემოკრატიული განვითარებისა და მმართველობის. გვჯერა, რომ პრემიერ-მინისტრი და მისი გუნდი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ზრდის მიმართულებას გააგრძელებს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება თავისუფალ მედიას და მე პირადად მივესალმები მედიაომბუდსმენის ინსტიტუტს“, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაში”სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობა ფუნდამენტია, გაყიდვით ეს კომპანია არ იყიდება!” – ყარამანაშვილი
შემდეგი სტატიათენგიზ გუნავა: აბაშიძე-კარასინის ფორმატი არაფრისმომცემია