აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ძალები განცხადებით, ირანის პორტებში შემავალი და მათგან გამომავალი საზღვაო მოძრაობის სრული ბლოკადას დაიწყებენ.
“ბლოკადა მიუკერძოებლად გავრცელდება ყველა ქვეყნის გემებზე, რომლებიც ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში შედიან ან მათ ტოვებენ, მათ შორის სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეში მდებარე ყველა ირანულ პორტზე. CENTCOM-ის ძალები არ შეუშლიან ხელს ნავიგაციის თავისუფლებას იმ გემებისთვის, რომლებიც ჰორმუზის სრუტეს კვეთენ არაირანულ პორტებში შესასვლელად ან მათგან გამოსასვლელად,” – წერია გნაცხადებაში.
CENTCOM-ის ცნობით, დამატებითი ინფორმაცია კომერციულ მეზღვაურებს ბლოკადის დაწყებამდე ოფიციალური შეტყობინების სახით მიეწოდებათ.















