აშშ-ს დიპლომატები ჩინეთში გააფრთხილეს უყურადღებოდ არ დატოვონ გაურკვეველი ხმები

აშშ-ს სახელწმიფო დეპარტამენტმა თავის თანამშრომლებს, რომლებიც ჩინეთში მუშაობენ, მოუწოდა შეატყობინონ ნებისმიერი მხედველობითი ან სმენითი პრობლემის შესახებ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა დიპლომატმა უცნაურ სიმპტომებზე ისაუბრა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ჩინეთში ამერიკის საელჩომ გაავრცელა, დაშავებულს “ოდნავ შესამჩნევი გაურკვევლობები დაეწყო, ამასთანავე, გრძნობდა უჩვეულო ხმას და წნევას”.

სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ სამედიცინო ხასიათით, მომხდარი გავს ამერიკელ დიპლომატებზე კუბაში მომხდარ ხმოვან შეტევას. უკანასკნელი ხნის განმავლობაში აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა სავაჭრო ომის გამო. საელჩოს პრეს-მდივანი ჯინი ლი ყვება, რომ თანამშრომელი გრძნობდა “მთელ რიგ ფიზიკურ სიმტომებს, 2017 წლის ბოლოსა და 2018 წლის აპრილამდე, როცა ის ამერიკის საკონსულოში ქალაქ გუანჩჟოუში მუშაობდა”. ის 18 მაისს აშშ-ში გააგზავნეს და მას თავის ტვინის მსუბუქი ტრავმა დაუდგინდა – ამბობს ლი. “ჯერჯერობით, არ ვიცით რამ გამოიწვია ეს სიმტომები და არ ვიცით, ეს ხდებოდა საკონსულოში თუ მის ფარგლებს გარეთ” – სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს. განცხადებაში აშშ თავისი ქვეყნის წარმომადგენლებს აფრთხოლებს: “თუკი ხართ ჩინეთში და იგრძნობთ უჩვეულო ხმოვან ან სხვა ტიპის შეგრძნებებს, რომელსაც თან ახლავს უცნაური ხმა ან ხმაური, ნუ შეეცდებით წყაროს დადგენას, ამის ნაცვლად ისეთ ადგილზე გადადით, სადაც ეს ხმები არ ისმის”.

ჩინეთის შემთხვევა ჰავანაში მომხდარ აკუსტიკურ შეტევას გავს. პომპეომ თქვა: “სამედიცინო მაჩვენებლები გვახსენებს და სრულიად ემთხვევა იმ სამედიცინო მახასიათებლებს, რომელიც კუბაში მომუშავე ამერიკელებმა დააფიქსირეს”. ჩინეთში ექიმები გააგზავნეს კვლევების ჩასატარებლად.

აკუსტიკური იარაღის სახეობები – ინფრა-ხმა – 20 ჰერცზე დაბლა: სიხშირეები ადამიანის ყურისთვის ძალიან დაბალია, ძალიან მაღალი ინფრა-ხმა იწვევს თავბრუსხვევას, ღებინებას და უკონტროლო დეფეკაციას. მსგავსი ეფექტის გამოსაწვევად აუცილებელია ძალიან დიდი დინამიკები.

ულტრა-ხმა – 20 ათას ჰერცზე მეტი
ადვილად იმართება, მისი გაშვება შესაძლებელია კედლიდან ან სხვა წინაღობიდან, არის რისკი, რომ დაშავდება არა მხოლოდ ადამიანი, რომელისკენაც მიმართულია შეტევა, არამედ, სხვა ხალხიც, მათ შორის ის, ვინც შეტევას ანხორციელებს.

რა მოხდა კუბაში?

2016 წლის ნოემბერში კუბაში მყოფმა დიპლომატებმა ჩივილი დაიწყეს ჯანმრთელობის უჩვეულო პრობლემებზე, მათ შორის, თავბრუსხვეევბზე, ღებინებაზე და სმენასთან დაკავშირებით უცნაურობებზე. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 20-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა, მათ შორის, კანადის ორი მოქალაქე. კუბა ხმოვან შეტევაზე თავის მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს – წერს ბიბისი””

banner
წინა სტატიაშიფხენიანმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს “უმეცარი და სულელი” უწოდა
შემდეგი სტატიაუკრაინის თავზე “ბოინგი” რუსული 53-ე ბრიგადის “ბუკმა” ჩამოაგდო