აშშ-ს დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ბრალდებული

აშშ-ს კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომელი მონიკა უიტი ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ბრალდებული. ვაშინგტონში 39 წლის უიტს დიდმა ჟიურიმ აშშ-ს სამხედრო პროგრამის შესახებ ირანის მთავრობისთვის მონაცემების გადაცემაში დასდო ბრალი. ასევე, ოთხშაბათს გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ ის ირანის სპეცსამსახურებს თავის მეზობლებზე აწვდიდა ინფორმაციას. ბრალდებაში საუბარია, ასევე, ირანის ოთხ მოქალაქეზე, რომლებიც მხილებული არიან კიბერთავდასხმასა და პერსონალური მონაცემების მოპარვაში.

banner
წინა სტატიაშიFord-მა ტერეზა მეის აცნობა, რომ ბრიტანეთიდან გადის
შემდეგი სტატიაგერმანიამ ავღანეთში სამხედრო მისია გააგრძელა