აშშ-ს ციხეებში ყველაზე ძვირადღირებული ვალუტა ვერმიშელი გახდა

სწრაფი მომზადების ვერმიშელმა, ციხეებში “ძირითადი ვალუტის” სტატუსით სიგარეტებიც კი ჩამოიტოვა – ნათქვამია არიზონას უნივერსიტეტის თანამშრომლის, სოციოლოგ მაიკლ გიბსონ-ლაიტას კვლევაში.
საკუთარი კვლევების ფარგლებში ის დაახლოებით 60 პატიმარს ესაუბრა.

როგორც გაირკვა, ვერმიშელის გაცვლა შესაძლებელია ყველაფერზე, ასევე, ვერმიშელით შესაძლებელია მომსახურებების მიღება.
“ასე თუ ისე, ციხეში ყველაფერი ფულით კეთდება… ახლა ფული სუპი გახდა. ეს სამწუხაროა, მაგრამ ეს ასეა” – უთხრა მკვლევარს ერთ-ერთმა პატიმარმა.
გინსონ-ლაიტის აზრით, ვერმიშელის ციხის ვალუტად გახდომა კერძო ციხეების მფლობელების მიერ განხორციელებულმა ეკონომიამ გამოიწვია, რომლის გამოც უკანასკნელი წლების მანძილზე ციხეებში კვება საგრძნობლად გაუარესდა.

გუშინ აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში დაიხურება ყველა კერძო ციხე.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე დღის წინ „კანონიერი ქურდი“ ლაშა ბარათელი, იგივე „ჭია“ დააკავეს
შემდეგი სტატიასაქართველოში SNGP-ის პროექტის თურქეთის წარმომადგენლის როტაცია განხორციელდა