7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

აშშ-ს ცენტრალური სარდლობა: ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 3000-ზე მეტ სამიზნეს დავარტყით

“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში 3000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა”, – ამის შესახებ  ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

გავრცელებული განცხადებით, დარტყმების განხორციელებისას უპირატესობა ენიჭება „იმ ადგილებს, რომლებიც გარდაუვალ საფრთხეს წარმოადგენენ“ და მიზანი „ირანის რეჟიმის უსაფრთხოების აპარატის ჩამოშლაა“.

მათივე ცნობით, ბოლო ერთ კვირაში ირანის ბალისტიკური რაკეტების საცავებსა და ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სამეთაურო ცენტრებს დაარტყეს.

ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, სარაკეტო დარტყმების შედეგად 43 ირანული გემი „დაზიანდა ან განადგურდა“.

banner
წინა სტატიაშიიმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 4 პირი
შემდეგი სტატიაეუთო/ოდირი: საქართველოში მიღებული ახალი კანონმდებლობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს