აშშ-ს ცაზე ათასობით უცნობი მფრინავი ობიექტი დაფრინავს – პენტაგონმა დაადასტურა

აშშ-ს ყოფილმა და მოქმედმა მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ათასობით უცნობი ობიექტი დაფრინავს. შესაძლებელია უცნობი ობიექტები უცხო ქვეყნის მიერ საიდუმლო სათვალთვალო აპარატები იყოს, რაც ვერსიაა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, უცნობი საჰაერო ხომალდები ისეთი ტექნოლოგიით არის დამზადებული და ისეთი სისწრაფით დაფრინავენ, რომ ჩვენს ცივილიზაციას მსგავსი სისწრაფის მფინავი აპარატების შესაქმნელად ასობით წელი დასჭირდება – გუშინ ამერიკულ “60 წუთში” იყო საუბარი.

ახლა რატომ დადგა აქტუალური უცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ საუბარი? იმიტომ, რომ ის საკუთარი თვალით იხილა არა ერთმა მაღალი რანგის მფრინავმა, ოფიციალურმა პირმა და ნამდვილად დადასტურებულია, რომ გაურკვეველი ობიექტები არსებობენ და ის არც ფანტაზიის ნაყოფია და არც ოპტიკური ილუზია.

კითხვაზე, რამდენად ხშირად ხედავენ მფრინავები მსგავს ობიექტებს, პასუხია – მუდმივად. ისინი კავშირზე არ გამოდიან, არც ფრენაში არ უშლიან თვითმფრინავებს ხელს.

მასალები, რომელიც წლების მანძილზე გროვდებოდა და გრიფით საიდუმლოდ ინახებოდა პენტაგონში, უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “თაიმერი” ინფორმაციას განაახლებს.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ევროპულმა საქართველომ ჩართო თვითგანადგურების რეჟიმი და წარმატებით მიიყვანეს ბოლომდე
შემდეგი სტატიაპალესტინა-ისრაელის კონფლიქტი ფოტოებში