ავღანეთის პროვინცია ურუზგანში აშშ-ს სამხედრო საჰაერო ძალების დარტყმებისგან რვა პოლიციელი დაიღუპა – დღეს 19 სექტემბერს Reuters-ი წერს ქვეყნის სამართალდამცველების მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველზე.
პირველი გადაფრენის შედეგად, რომელიც 18 სექტემბერს მოხდა, ერთი პოლიციელი დაიღუპა. განმეორებით შეტევას კი კიდევ რვა ემსხვერპლა.
ქაბულში აშშ-ს სამხედრო სარდლობამ დაადასტურა აღნიშნული ფაქტი, თუმცა, დაამატა, რომ ოპერაცია ბოევიკების წინააღმდეგ იყო მიმართული.