აშშ-ს არ სურს რუსეთმა მეზობლების დაშინება შეძლოს – ოსტინი

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა მოლდოვაში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ აშშ ჯერ კიდევ იკვლევს მომხდარის მიზეზებს.

ჟურნალისტებმა ოსტინს რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის მუქარის შესახებაც ჰკითხეს. თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ რიტორიკა „ძალიან საშიში და არასასურველია.“

„ბირთვულ ომში ყველა მხარე წააგებს“, – აცხადებს ოსტინი.

ამასთან, მისივე თქმით, აშშ-ს არ სურს, რომ რუსეთმა შეძლოს მეზობლების დაშინება.

„სანქციები და სავაჭრო შეზღუდვები გაართულებს რუსული ძალების ხელახალ აღჭურვას და სამხედრო შესაძლებლობების იმ დონემდე დაბრუნებას, როგორც მას ეს შეეძლო მეზობლების დასაშინებლად“, – აცხადებს ამერიკელი გენერალი.

banner
წინა სტატიაშირუსეთი კიევზე დარტყმებით დაიმუქრა, თუ უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებს დაბომბავს
შემდეგი სტატიაპოლონეთმა სანქციები დაუწესა 50 რუსულ კომპანიას, მათ შორის „გაზპრომს“