აშშ რუსეთში ჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლლეობის გამოძიებაში ბულგარეთს დახმარებას სთავაზობს

ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, ბულგარეთს ჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლლეობის გამოძიებაში დაეხმაროს. ამის შესახებ ნათქვამია სოფიაში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

„შოკირებულები ვართ ქალაქ რუსეში ჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას შემზარავი მკვლელობით. აშშ-ს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია დაეხმაროს ბულგარეთის ხელისუფლებას პასუხისმგებელი პირების გამოვლენაში“, -აღნიშნულია დიპლომატიური მისიის განცხადებაში.
ბულგარელმა სამართალდამცველებმა დღეს ჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ის რუმინეთის მოქალაქეა. პოლიცია დამატებითი ინფორმაციის გასაჯაროებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

ვიქტორია მარინოვა 7 ოქტომბერ სბულგარეთის ქალაქ რუსეში მოკლეს.

მარინოვა ქალაქ რუსეში მდებარე ტელევიზიის TVN -ის დირექტორი და ორი საგამოძიებო გადაცემის წამყვანი იყო. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ბოლო თემა, რომელზეც მარინოვა მუშაობდა, ევროკავშირის ფონდების გაფლანგვის სკანდალი იყო. საუბარია ევროკავშირის მიერ ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისთვის გამოყოფილ თანხებზე. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ფინანსურ მაქინაციებთან შესაძლოა, ბულგარეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს ჰქონდეთ კავშირი.

banner
წინა სტატიაშირეზოლუცია, რომელიც ევროსაბჭოში რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას იძლეოდა, ავტორმა უკან გაიწვია
შემდეგი სტატიაოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი – გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი აფხაზეთშია