აშშ რუსეთს სირიისა და უკრაინის საკითხებზე თანამშრომლობის სანაცვლოდ სანქციებს მოუხსნის

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის მთავრობა ამერიკასთან სირიისა და უკრაინის თემებზე ითანამშრომლებს.
გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეელ ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან მეორე შეხვედრა სრულებით შესაძლებელია. მისი თქმით, კიმთან “კარგი ურთიერთობა აქვს”, თუმცა, მათი შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. ტრამპი თვლის, რომ ჩრდილოეთ კორეამ ქვეყნის ატომური განიარაღებისათვის აუცილებელი ზომები მიიღო და ჩინეთზე დაიწუწუნა, რომ თავისი კონტაქტებით უკვე ისე აღარ ეხმარება ფხენიანთან მიმართებაში, როგორც ადრე – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ ტატუნაშვილის მამა- ვნატრობ, ჩემი შვილის მწამებლები და მკვლელები განსასჯელ სკამზე მოხვდნენ
შემდეგი სტატიააშშ-მ საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი მცველი გერმანიაში გაადეპორტა