აშშ რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს, რუს დიპლომატებს კი საგადასახადო შეღავათებს ართმევს

შეერთებული შტატები რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს, რუს დიპლომატებს კი საგადასახადო შეღავათებს ართმევს – ამის შესახებ, “ეხო კავკაზას” ცნობით, აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა. მისი თქმით, დაიხურება სავიზო ცენტრის ორივე ფილიალი, ვაშინგტონშიც და ნიუ-იორკშიც.

“ახლა დამატებითი ტვირთი ეკისრება რუსი დიპლომატებისა და კონსულების მხრებს”, – თქვა მან და დაამატა, რომ რუს დიპლომატებს წაართმევენ “გადასახადებისგან გათავისუფლების ბარათებს”, რასაც ანტონოვმა შეერთებული შტატების მხრიდან “წვრილმანი, საზიზღარი თავდასხმა” უწოდა.

რუსეთის ელჩის თქმითვე, აშშ-ის ადმინისტრაციას თავისი გადაწყვეტილება არ განუმარტავს.

banner
წინა სტატიაშიCNN – „ჰეზბოლასთან“ ომის შემთხვევაში აშშ ისრაელს სრულ მხარდაჭერას ჰპირდება
შემდეგი სტატია“გირჩი-მეტი თავისუფლება” ALDE-ს სრულუფლებიანი, “დროა” კი აფილირებული წევრი გახდა