აშშ რუსეთის მიმართ სანქციების შემსუბუქებას არ აპირებს…

აშშ არ შეამსუბუქებს სანქციებს რუსეთის მიმართ, მიუხედავად რუსეთის მიერ ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლისა, განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა…

,,აშშ და თეთრი სახლი ვერ ხედავენ განვითარების ისეთ სცენარს, რომლის მიხედვითაც ამერიკამ შესაძლებელი რუსეთის მიერ ,,ისლამურ სახელმწიფოსთან,, ბრძოლის სანაცვლოდ  სანქციები შეამსუბუქოს,, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ერნესტმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მ და ევროკავშირმა  რუსეთს 2014 წლიდან, უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის გამო სანქციები დაუწესა, რომელიც ამ ქვეყანასთან ვაჭრობისა და ფინანსური გარიგებების შეზღუდვებს ისახავს მიზნად.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიგიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული ზუგდიდში
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკმა ევროკავშირი-თურქეთის სამიტი დევნილთა შესაჩერებლად დანიშნა…