აშშ რუსეთიდან დიპლომატების გაძევებას თვითნებურ და გაუმართლებელ ქმედებად აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ ევროპელი დიპლომატების გაძევებას გმობს და თვითნებურ და გაუმართლებელ ქმედებად აფასებს. „აშშ გმობს იანვრის აქციებზე დაკვირვების გამო რუსეთიდან სამი ევროპელი დიპლომატის გამოძევებას. ეს თვითნებური და გაუმართლებელი ქმედება რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებებისთვის შეუსრულებლობას წარმოადგენს. სოლიდარობას ვუცხადებთ გერმანიას, პოლონეთსა და შვედეთს,“- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამი ევროპელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. უწყების განმარტებით, ელჩების გაძევების მიზეზი დიპლომატების ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობა გახდა.

banner
წინა სტატიაშიბელგიამ კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინი 1-ელ აპრილამდე გაახანგრძლივა
შემდეგი სტატიაამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 124.5 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა