აშშ-ის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა ალეპოში რუსეთის ავიადარტყმები დაგმეს

აშშ-ის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა სირიის ქალაქ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთის ავიადარტყმები დაგმეს და მათ ბარბაროსული უწოდეს.

როგორც თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ანგელა მერკელმა და ბარაკ ობამამ სირიის საკითხი სატელეფონო საუბრისას განიხილეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილში ასი ათასობით ადამიანი ცხოვრობს, აქედან ნახევარი ბავშვია.

ბარაკ ობამა და ანგელა მერკელი მიიჩნევენ, რომ რუსეთსა და სირიის მთავრობას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტასა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველოფაზე განსაკუთრებული მდგომარეობა ეკისრებათ

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი და კათოლიკოს-პატრიარქი რომის პაპს თბილისის აეროპორტში დახვდებიან
შემდეგი სტატიახელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა