„არავითარი სანქციები არ დაგვაქცევს და არ მიგვიყვანს განადგურების გზაზე“, – ამის შესახებ ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურთან ვლადიმერ პუტინთან ამურის ოლქში, ვოსტოჩნის კოსმოდრომზე მოლაპარაკების შემდეგ.
ამასთან, ბელარუსის პრეზიდენტი დასავლეთს დაპირისპირებაში ადანაშაულებს.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ უბიძგებენ ამერიკელები არა მხოლოდ უკრაინას, არამედ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებს ბელორუსთან დასაპირისპირებლად“, – აცხადებს ლუკაშენკო.
ბელორუსიის პრეზიდენტმა რუსეთ-ბელარუსის ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბელორუსიამ და რუსეთმა შეინარჩუნეს ერთიანობა და გადაწყვეტილი აქვთ გააძლიერონ იგი.
„შორეული აღმოსავლეთი შორს არის, თუმცა ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, მიუხედავად იმისა, რომ ორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ზოგიერთი რესპუბლიკისგან განსხვავებით, ჩვენ შევინარჩუნეთ ეს ერთიანობა და გადაწყვეტილი გვაქვს გავაძლიეროთ ეს ერთიანობა“, – აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.