აშშ პოლონეთს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის ორ მილიარდ აშშ დოლარს ასესხებს

აშშ პოლონეთს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის ორ მილიარდ აშშ დოლარს ასესხებს.

პოლონეთს იმ საბჭოთა დროინდელი სამხედრო ტექნიკის ჩანაცვლება სურს, რომელიც მან უკრაინას გადასცა, რისთვისაც ვაშინგტონმა ვარშავას პირდაპირი სესხის სახით ორი მილიარდი დოლარის მხარდაჭერა შესთავაზა.

„პოლონეთი აშშ-ის მტკიცე მოკავშირეა. პოლონეთის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანია ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის კოლექტიური თავდაცვისთვის“,- ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სამხედრო ტექნიკის განახლებას ვარშავა ამერიკული და სამხრეთ კორეული პროდუქციით აპირებს. პოლონეთი მიმდინარე წელს თავდაცვაზე მშპ-ს 4%-ის დახარჯვას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავას უსაფრთხოების საკითხებში ახალი მრჩეველი ჰყავს
შემდეგი სტატიაბოლნისში კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა და შვილი დაჭრა