აშშ პოლონეთს 10,5 მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს მიაწვდის

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თანხმობა განაცხადა პოლონეთისთვის 10,5 მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებაზე. როგორც იუწყება სააგენტო “Reuters”, “Patriot”-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები პოლონეთში 2019 წელს გაიგზავნება. აშშ-ს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა.
აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდება ორ ეტაპად ჩატარდება. შესაბამისი კონტარქტი ჯერ გაივლის ფორმალურ დამტკიცებას კონგრესში, ხოლო შემდეგ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მწარმოებელი კომპანია “Raytheon” პირადად დაამყარებს კონტრაქტს პოლონურ მხარესთან.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი : გატაცებული ჟურნალისტი და “ატოს” მეომერები სავარაუდოდ იმყოფებიან ბორანზე “ვილნიუსი”
შემდეგი სტატია“კარვების ქალაქის” აქტივისტები პოროშენკოს მამულში ჩავიდნენ