აშშ და მოკავშირეები ცასა და მიწას ამოაბრუნებენ, რათა დაეხმარონ უკრაინას გამარჯვებაში – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ისაუბრა.
გერმანიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე რამშტაინის ავიაბაზაზე გამოსვლისას, აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პირობა დადო, რომ „დაეხმარება უკრაინას გაიმარჯვოს რუსეთის უსამართლო შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში და გააძლიერებს უკრაინის თავდაცვას ხვალინდელი გამოწვევებისთვის“.
როგორც დღეს დილით ვნახეთ, ერები მთელი მსოფლიოდან არიან ერთიანი გადაწყვეტილებაში, მხარი დაუჭირონ უკრაინას რუსეთის იმპერიული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. უკრაინას აშკარად სჯერა, რომ მას შეუძლია გაიმარჯვოს და ისევე როგორც ყველა აქ მყოფს – თქვა ოსტინმა
აშშ უკვე არის უკრაინის საერთაშორისო სამხედრო დახმარების უდიდესი მიმწოდებელი და როგორც ოსტინმა თქვა, ვაშინგტონი „ცასა და დედამიწას ამოაბრუნებს, რათა შეძლოს, დააკმაყოფილოს კიევის მოთხოვნები”