აშშ ნელ–ნელა ახდენს სამხედრო ძალების კონცენტრაციას რუსეთის საზღვართან

შეერთებული შტატები ყოველგვარი აფიშირების გარეშე სამხედრო ძალების კონცენტრაციას ახდენს რუსეთის საზღვართან. მხოლოდ უკანასკნელი წლის განმავლობაში, აშშ-ს სპეცნაზის წევრთა რიცხვი ევროპაში ოთხჯერ გაიზარდა. ამჟამად რუსეთის დასავლეთით მოსაზღვრე ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში იმყოფებიან ამერიკული ელიტური ნაწილები. ამის შესახებ წერს ამერიკული გამოცემა “The Nation”.
ევროპაში აშშს-ს სპეციალური დანიშნულების ძალების სარდლობის იფიციალური წარმომადგენლის მაიკლ ვაიზმანის თქმით, 2017 წელს ამერიკამ ელიტური ნაწილები ევროპის 21 სახელმწიფოში გადაისროლა. “რუსეთის და ბელორუსიის საზღვრებთან ჩვენ ვატარებთ სამხედრო წვრთნებს, რომლებშიც ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილოებს”, – განაცხადა მაიკლ ვაიზმანმა.
ასე მაგალითად, 2017 წლის მარტიდან მოყოლებული, აშშ-ს სპეცნაზი მონაწილეობდა სამხედრო წვრთნებში საქართველოს, ფინეთის, ლიტვის, პოლონეთის, ესტონეთის და უკრაინის ტერიტორიაზე.

banner
წინა სტატიაშიხანძარი რუსთავში
შემდეგი სტატიაფეხბურთის ფედერაციასთან, აქციის ექვსი მონაწილე დააკავეს