“აშშ, ნატო და ევროპა უკრაინას მისცემენ უსაფრთხოების გარანტიებს” – უკრაინა-აშშ-ის სამშვიდობო გეგმა

უკრაინისა და აშშ-ის მიერ ერთობლივად შედგენილი 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები, ნატო და ევროპის ხელმომწერი სახელმწიფოები უკრაინას მისცემენ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც ასახავს მე-5 მუხლს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ პუნქტს აქვს შემდეგი კომპონენტები: თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, კოორდინირებული სამხედრო რეაგირების გარდა, რუსეთის წინააღმდეგ ყველა გლობალური სანქცია აღდგება; თუ უკრაინა შეიჭრება რუსეთში ან პროვოკაციის გარეშე გახსნის ცეცხლს რუსეთის ტერიტორიაზე, უსაფრთხოების გარანტიები ბათილად ჩაითვლება. თუ რუსეთი გახსნის ცეცხლს უკრაინაზე, უსაფრთხოების გარანტიები ამოქმედდება; ამ შეთანხმებით ორმხრივი უსაფრთხოების გარანტიები გამორიცხული არ არის.

სამშვიდობო გეგმის თანახმად, ასევე განისაზღვრება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თარიღი და ქვეყანა მოკლევადიან პრივილეგირებულ წვდომას მიიღებს ევროპულ ბაზარზე.

ზელენსკის თქმით, ამჟამად ეს აშშ-სა და უკრაინას შორის ორმხრივი დისკუსიაა, ევროპული დადასტურების გარეშე. ამავდროულად, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული თარიღი სურს, რადგან ეს კიევის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტიაა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისა და აშშ-ის მიერ ერთობლივად შემუშავებული სამშვიდობო გეგმის ოცი პუნქტი წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 10 431 459.90 აშშ დოლარის ღირებულების გრანტს გამოუყოფს
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკმა საპატიმრო დატოვა