აშშ მზადაა უკრაინას ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები მისცეს

გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ მზადაა უკრაინას ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, რომელსაც აშშ-ის კონგრესი დაამტკიცებს.

წყაროების ცნობით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტი იქნება.

„ჩვენ გვსურს, უკრაინელებს უსაფრთხოების გარანტია მივცეთ, რომელიც ერთი მხრივ, თავისუფალი მოქმედების აღმნიშვნელი არ იქნება, ხოლო მეორე მხრივ, საკმარისად ძლიერი იქნება. მზად ვართ, ეს კენჭისყრისთვის კონგრესს გადავუგზავნოთ.

ამჟამინდელი წინადადების თანახმად, ომი იმით დასრულდება, რომ უკრაინა თავისი ტერიტორიის 80%-ზე სუვერენიტეტს შეინარჩუნებს, ყველაზე ძლიერ უსაფრთხოების გარანტიას მიიღებს, რაც კი ოდესმე მიუღია და ასევე, ძალიან მნიშვნელოვან აღდგენის პაკეტს მიიღებს“, – აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

ცნობისთვის, Axios-ის ინფორმაციით, ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდება.

ასევე, გამოცემა წერს, რომ უიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი მიიღებენ.

banner
წინა სტატიაში“ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ” – ტრამპი
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: “”ოცნება” ევროპულ ოჯახს ებრძვის და ოკუპანტი ქვეყნის ლიდერთან ერთად დგას, ეს ნიშნავს, რომ არჩევანი გაკეთებული აქვთ”