აშშ მზად არის რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ მზად არის რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, აშშ იზიარებს ევროკავშირის გადაწყვეტილებას რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტის დაწესების შესახებ.

„მიმდინარე კვირის განმავლობაში მე ვესაუბრები G7-ის წევრებს იმის შესახებ, თუ რას ვაპირებთ ან არ გავაკეთებთ რუსეთთან დაკავშირებით“, – განუცხადა ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტს აწესებს, რაც გაერთიანებაში რუსული ნავთობის სრულ აკრძალვას მოიცავს.

ამასთან, ევროკავშირის სანქციების მე-6 რაუნდი აუკრძალავს სამ რუსულ სახელმწიფო მაუწყებელს ევროკავშირის ტერიტორიაზე ეთერში გასვლას. ს

ანქციების სამიზნე ასევე რუსეთის უდიდესი ბანკი „სბერბანკიც“ გახდა, რომელიც სანქციების მიხედვით, „სვიფტის“ საგადასახადო სისტემიდან გაითიშება.

banner
წინა სტატიაშისაქართველო აღარ არის წინამძღოლის პოზიციაში, წლების წინ, ვამბობდით, რომ იყო ყველაზე მზად ნატო-ში გასაწევრიანებლად ან თუნდაც ევროკავშირთან დასაკავშირებლად – ახლა მას ყველა უყურებს, როგორც ქვეყანას, რომლის დემოკრატიაც უკან წავიდა – ვოლკერი
შემდეგი სტატიაგერაშჩენკო: მოღალატემ ოკუპანტებს აზოვსტალში შესასვლელი გვირაბები აჩვენა