აშშ მოსკოვის მიერ რუსეთისა და აფხაზეთის სამხედრო ძალების გაერთიანების ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგია

5აშშ მოსკოვის მიერ რუსეთისა და აფხაზეთის სამხედრო ძალების გაერთიანების ხელშეკრულების რატიფიცირების წინააღმდეგია – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსის, ჯონ კირბის განცხადებაში. მისი თქმით აშშ არ აღიარებს ამ ე.წ. შეთანხმებას და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა შეასრულოს 2008 წლის სამშვიდობო შეთანხმება, დააბრუნოს ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე უარის თქვას და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე.

“აშშ-ს პოზიციები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით ისევ ცხადი რჩება: ეს რეგიონები საქართველოს შემადგენელი ნაწილებია და ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობას მხარს ვუჭერთ, მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას” – თქვა კირბმა.
სახელმწიფო დეპარტამენტში თვლიან, რომ რუსეთმა 2008 წლის შეთანხმების ყველა ვალდებულება უნდა შეასრულოს, გარდა ამისა, აშშ-ს მოთხოვნაა რუსეთმა ქართული რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება გააუქმოს.
რუსეთ-აფხაზეთს შორის საერთო სამხედრო ძალების შექმნის შესახებ დოკუმენტის რატიფიცირება გუშინ მოხდა – დოკუმენტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა მოაწერა. მის წინააღმდეგ უკვე გამოთქვა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა.

banner
წინა სტატიაშიქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ფატუ ბენსუდას მიმართავენ
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 364 ცალი ვიაგრა იყიდა