აშშ მოკავშირეებს მოუწოდებს 5G ქსელის შექმნის პროცესში Huawei-სთან არ ითანამშრომლონ

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 4, 2019 09:43

აშშ მოკავშირეებს მოუწოდებს 5G ქსელის შექმნის პროცესში  Huawei-სთან არ ითანამშრომლონ

ვაშინგტონმა თავის ევროპელ მოკავშირეებს შეახსენა იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც ჩინური ტელესაკომუნიკაციო კომპანია Huawei-სგან მოდის იმ პერიოდში, როცა ქვეყნები 5G სისტემისთვის ემზადებიან. “ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია: ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მოკავშირეებს, პარტნიორებსა და მეგობრებს, არ გააკეთონ ისეთი რამ, რომელიც უსაფრთხოების სფეროში ჩვენს საერთო ინტერესს საშიშროების ქვეშ დააყენებს” – ორშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრ სტეფ ბლოკთან შეხვედრის შემდეგ ჰააგაში განაცხადა.
ნიდერლანდის დაზვერვამ კი გაავრცელა, რომ გამოძიებას ჩაატარებს დაფარული არასრული პროგრამული უზრუნველყფის გამოსაკვლევად, რაც ჩინურ კომპანიას პირად მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომას შეაძლებინებს – “ამერიკის ხმა” წერს.

“ჰუავეის” ხელმძღვანელი ჟენ ჩჟენფეი ირწმუნება, რომ მისი კომპანია პეკინის კონტროლქვეშ არ იმყოფება. “ჰუავეი” რამდენიმე კვირის წინ აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ კომპანიების “შავ სიაში” შეიყვანა.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge ივნისი 4, 2019 09:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,463
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics