აშშ მოითხოვს აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია

აშშ შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ე.წ. სასაზღვრო პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით და მოითხოვს რეგიონიდან რუსეთის ჯარების გაყვანას. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც მოეწერა ხელი ამერიკა-საქართველოს სამუშაო ჯგუფის ვაშინგტონში გამართული სხდომის დასრულების შემდეგ. თავდაცვის და უშიშროების საკითხებში მომუშვე ეს ჯგუფი შექმნილია “სტრატეგიული დიალოგის კომისიის” ფარგლებში. “აშშ გამოხატავს შეშფოთებას ე.წ. სადემარკაციო სამუშაოების გაგრელებასთან და გამშვები პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით”, — ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სამუშაო ჯგუფის შეხვერდა გაიმართა 8 სექტემბერს. მისმა მონაწილეებმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, “კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს გაიყვანოს სამხედროები საქართველოს კუთვნილი ტერიტორიებიდან -აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან/ცხინვალიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების საფუძველზე”. “აშშ ხაზს უსვამს მის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში”, – ნათქვამია საერთო განცხადებაში.

რულად ინფორმაცია გამოქვეყნებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპატანეტის ვებ-გვერდზე

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი ხვალ ან ზეგ დატოვებს ლვოვს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: „ოცნებას“  ექსტრადირებული  და „მატროსოვის“ ციხეში მჯდარი სააკაშვილის ეშინია!“