აშშ მასშტაბური ომისთვის ემზადება, – ამის შესახებ უკვე წერს თითქმის ყველა ცნობილი პოლიტიკური მიმომხილველი და სამხედრო ექსპერტი.
ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებს, რომლებიც ადრე ევროპისკენ მიფრინავდნენ, ახლა გეზი ახლო აღმოსავლეთისკენ აქვთ აღებული. მათი ნაწილი უკვე ცაფრინდა ყატარის სამხედრო ბაზაზე, ნაწილს კი ბრიტანული ავიაბაზებიდან ჯერაც ელოდებიან.
ასევე, აშშ-მა სასწრაფოდ გადაისროლა ხმელთაშუა ზღვაში ყველაზე დიდი ატომური ავიამზიდის USS Gerald Ford-ის ჯგუფი. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკვე შედგა ტრამპი-ნეთანიაჰუს შეხვედრა, რასაც თან სდევდა გენერალთა მასობრივი გამოძახება აშშ-ის პრეზიდენტთან.
აღსანიშნავია, რომ ბოლოს ასეთი სამხედრო გადაჯგუფება და აკონცენტრაცია ირანზე შეტევის წინ შეინიშნებოდა.















