11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

აშშ-მა ვენესუელური ნავთობის გაყიდვა ოფიციალურად დაიწყო

აშშ-მა ვენესუელური ნავთობის გაყიდვა ოფიციალურად დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა 500 მილიონი დოლარის ღირებულების, ვენესუელური ნავთობის პირველი გაყიდვა დაასრულა. გავრცელებული ცნობით, ნავთობის დამატებითი გაყიდვები უახლოეს დღეებსა და კვირებშია მოსალოდნელი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დასაკავებლად ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ განაცხადა, რომ ის ქვეყნის ნავთობის უზარმაზარი რეზერვების გამოყენებას გეგმავდა და აშშ ვენესუელური ნავთობის გაყიდვებს განუსაზღვრელი ვადით გააკონტროლებდა.

banner
წინა სტატიაში“კიევი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას აჭიანურებს” – კრემლი ტრამპის ამ განცხადებას ეთანხმება
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე მოსამართლეს: “რას იძიებთ თქვენ?! იმას თუ რა მოხდა 4 ოქტომბერს თუ იმას, ვინ დააზიანა ღობე?!”