აშშ-მა ვენესუელის დედაქალაქზე ვერტმფრენებით საჰაერო იერიშები მიიტანა

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეობის მიხედვით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასზე ვერტმფრენებით საჰაერო იერიშები მიიტანა.

X-ზე გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ მიმდინარეობს აშშ-ს სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია კარაკასში

ცნობისთვის, 2025 წლის 30 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპის განაცხადა, რომ ნარკოტერორიზმის წინააღმდეგ გამოცხადებულ ბრძოლაში, ვენესუელაში “დიდ ობიექტებზე” იერიში მიიტანეს.

CNN-ისა და The New York Times-ის ინფორმაციით, დარტყმა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო მიერ დრონებით მოხდა.

ასევე, 2025 წლის 17 დეკემბერს, პრეზიდენტმა ტრამპმა ვენესუელას სანქცირებული ნავთობის ბლოკადა დაუწესა და მადუროს რეჟიმი ტერორისტულად გამოაცხადა.

2025 წლის სექტემბრიდან მოყოლებული აშშ-ს აქტიურად მიაქვს იერიშები კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის რეგიონებში ნარკოტიკების კონტრაბანდაში ჩართულ ნავებზე. ვაშინგტონის მონაცემებით, ამ დარტყმებს უკვე 20-ზე მეტი ხომალდი და სულ მცირე 100 ადამიანი ემსხვერპლა.

მას შემდეგ, რაც 2017 წელს ტრამპის პირველმა ადმინისტრაციამ ვენესუელას სანქციები დაუწესა, მადუროს რეჟიმი დამოკიდებული გახდა უდროშო გემების ჩრდილოვან ფლოტზე, რომლებსაც ქვეყანაში ნედლი ნავთობი შეჰქონდათ.

🎥 Osintdefender / Instagram / X

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა
შემდეგი სტატიაThe New York Times: ვენესუელას პრეზიდენტის ადგილსამყოფელი უცნობია