აშშ-მა უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკისა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა

აშშ-მა უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკისა და მის ოჯახს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გამოაცხადა, რომ კოლომოისკი სასანქციო სიაში დნეპროპეტროვსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მისი მუშაობისას კორუფციაში მონაწილეობისთვის შეიყვანეს. იგორ კოლომოისკი 2014-2015 წლებში იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას.

აშშ-ის შავ სიაში მოხვდნენ უკრაინელი ოლიგარქის მეუღლე და ორი შვილიც. მათ აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა: პროტესტი გულწრფელია
შემდეგი სტატიარა დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე მეუფე შიოს, რომ ან მოსაყდრედ იყოს, ან სამომავლოდ პატრიარქად?!