26.6 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

აშშ-მა უკრაინას რუსეთის სიღრმეში ტერიტორიის დაბომბვის უფლება მისცა

სამხედრო ანალიტიკოსი რატი მელაძე “ფეისბუქზე” წერს, რომ აშშ-მა უკრაინას მისცა რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის უფლება:

“ეს განცხადება ნატოში ამერიკის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა გააკეთა. როგორც მან Fox News-თან განაცხადა, „თითქმის მილიარდი დოლარის ღირებული იარაღი უკვე მიემართება უკრაინისკენ“. მისივე თქმით, გარდა ამისა, ევროპელების დაფინანსებით უკრაინა ყოველთვიურად მილიარდი დოლარის ამერიკულ შეიარაღებას იღებს.

უიტაკერის განცხადებით, „მაღალი ალბათობით“ უკრაინა მიღებისთანავე ახალ იარაღს გამოიყენებს. მან ხაზი გაისვა, რომ უკრაინას მწვანე შუქი აქვს ანთებული და ამერიკული იარაღით რუსეთის ღრმა ზურგის შეუძლია დაბომბოს.

პარალელურად The New York Times იუწყება, რომ უკრაინა უკვე იღებს ამერიკულ ფრთოსან რაკეტებს. მანამდე The Wall Street Journal-ც იუწყებოდა, რომ უკრაინა რამდენიმე კვირაში მიიღებდა შორ ფრთოსან რაკეტებს.

საუბარია ERAM პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც უკრაინამ უნდა მიიღოს 3350 საავიაციო ფრთოსანი რაკეტა. მათი მოქმედების რადიუსი 450 კმ–ია. ეს შედარებით მცირე ზომის ფრთოსანი რაკეტები გამოირჩევა დაბალი ფასით და მასობრივი წარმოების შესაძლებლობით. პროგრამის საერთო ღირებულება 825 მლნ დოლარია. ეს რაკეტები სპეციალურად უკრაინისთვის იქმნება.

ამ პროგრამაზე წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება. ერთის მხრივ იუწყებიან, ამ რაკეტებს უკრაინა უკვე იღებს ან მალე მიიღებს. მეორეს მხრივ, კი ამერიკის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჯერ არც გამარჯვებული კომპანიაა გამოვლენილი და არც კონტრაქტებია გაფორმებული.

მეორეს მხრივ ამერიკამ ომის განმავლობაში ბევრჯერ შესთავაზა სიურპრიზი რუსეთს და უკრაინას მოულოდნელად მიაწოდა სხვადასხვა იარაღი, მათ შორის ექსპერიმენტალური. არ არის გამორიცხული რომ უკრაინამ კონკურსში მონაწილე რაკეტების Rusty Dagger-ისა და RAACM-ის საცდელი პარტიები მიიღოს და ბრძოლის ველზე გადაწყდეს თუ რომელი რაკეტა ჯობია.

აქვე უნდა ითვას, რომ ევროპელი ქვეყნების დაფინანსებით ამერიკული იარაღის მიწოდების სქემა მთელი სიმძლავრით ამოქმედდა. ეს უიტაკერმაც აღნიშნა. გუშინ ამერიკის ხელისუფლებამ დაამტკიცა 179 მლნ დოლარის პაკეტი, რომელიც Patriot-ების მომსახურეობას ითვალისწინებას. პირველ რიგში ამ პაკეტში საზენიტო რაკეტების მიწოდება იგულისხმება.

ასევე დამტკიცდა 150 მლნ დოლარის მოცულობის პაკეტი, რომელიც უკრაინელი სამხედროებისთვის Starlink-ის ტერმინალების მუშაობას აფინანსებს”.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტებმა ზაპოროჟიესა და დნეპრს შეუტიეს, არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიალვოვში უკრაინის რადას ყოფილი თავმჯდომარე ანდრეი პარუბი დაცხრილეს [video]