აშშ-მა უკრაინას დამატებით მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო

აშშ-მა უკრაინას დამატებით ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო. განცხადება პენტაგონში გააკეთეს.

როგორც „როიტერი“ წერს, უკრაინის მხარდაჭერის მორიგი პაკეტი მოიცავს ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსისთვის“ განკუთვნილ საბრძოლო მასალას, 155-მილიმეტრიანი საარტილერიო სისტემების ჭურვებს, 120-მილიმეტრიან ნაღმმტყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და საბრძოლო-სამედიცინო მანქანებს.

ამრიგად, აშშ-ის მიერ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ღირებულებამ 9,8 მილიარდ დოლარს მიაღწია.

პენტაგონში აცხადებენ, რომ ბრძოლის ველზე უკრაინის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად აშშ-ი გააგრძელებს მუშაობს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, რათა უკრაინას გადასცეს საჭირო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა.

banner
წინა სტატიაშიგიტანას ნაუსედა – 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, რუსეთს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, რადგან მისი სიხარბე მხოლოდ იზრდება
შემდეგი სტატიაანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორმა დასვა საკითხი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე, ნებისმიერი აზრი იქნება განხილული – ოხანაშვილი