აშშ-მა უკრაინას 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას 250 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო.

არსებული ინფორმაციით, დახმარების პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას NASAMS და HIMARS სისტემებისთვის,155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვებს; Stinger, TOW ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ასევე Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.

პაკეტში ასევე შედის 15 მილიონზე მეტი ტყვია, ასაფეთქებელი დაბრკოლებების გასასუფთავებლად, სათადარიგო ნაწილები, სამედიცინო აღჭურვილობა, “სარემონტო და სხვა დამხმარე აღჭურვილობა”.

ცნობისთვის, ეს მიმდინარე წლის ბოლო სამხედრო დახმარებაა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები წერილს აქვეყნებენ – „ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემით, აფხაზეთმა ტერიტორიის ნაწილზე იურისდიქცია დაკარგა“
შემდეგი სტატიაგრიგორი კარასინი ბიჭვინთის აგარაკების გამო დაწყებულ პროტესტზე – გარედან ხელოვნურად არის გამწვავებული