ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებას დიპლომატიურად უპრეცედენტო, უხეში ფორმით ეხმაურება. არაღჩის თქმით, ნებისმიერი მუქარა ირანელი ხალხისა თუ ლიდერების მისამართით მყისიერ და უმკაცრეს პასუხს მიიღებს.
„ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი სრულიად ცხადი და საჯაროა ყველასთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა ვალდებულება აიღო, ალიკაპი გაუკეთოს თავის შინაურ ცხოველებს თელ-ავივში. ისინი თუ უგულებელყოფენ პატრონს, მაშინ ირანი მათ გაწვრთნის“, — განაცხადა არაღჩიმ.


















