აშშ-მა, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, შესაძლოა, ჩინური კომპანიები დაასანქციროს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, შესაძლოა ჩინური ბანკები და კომპანიები დაასანქციროს – ამის მიზეზი მათ მიერ რუსეთის ომში მხარდაჭერაა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ, კურტ კემპბელმა ისაუბრა.

“ვფიქრობ, რომ ჩვენ, პირველ რიგში, ჩინურ კომპანიებზე ვართ კონცენტრირებულები, რომლებიც რუსეთის მხარდაჭერაში სისტემატურად მონაწილეობენ. ყურადღებით ვაკვირდებით ფინანსურ დაწესებულებებსაც. ნაბიჯები გადაიდგმება არამხოლოდ აშშ-ის, არამედ სხვა ქვეყნების მიერაც და ეს ნაბიჯები იქნება ჩვენი ღრმა შეშფოთების დემონსტრირება იმის გამო, თუ რისი ​​​​​​გაკეთება სურს ჩინეთს თავის ურთიერთობებში რუსეთთან უკრაინაში ბრძოლის ველზე”, – თქვა კემპბელმა.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის თავდაცვის მინისტრი – აშშ-ის მიერ ტაივანისათვის იარაღის მიყიდვა ჩინეთისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს
შემდეგი სტატიალოიდ ოსტინი – ჩინეთთან ომი არც გარდაუვალია და არც შეუძლებელი