აშშ-ის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ სირიაში დარტყმები ირანის იარაღისა და საბრძოლო მასალის შესანახ ობიექტებზე განახორციელა, რომელსაც იყენებდნენ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი და მასთან დაკავშირებული ჯგუფები ერაყსა და სირიაში.
ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ირანს, ერაყსა და სირიაში აშშ-ის ძალებზე თავდასხმების საპასუხოდ დაარტყეს.
ამავე ინფორმაციით, დარტყმები ერაყის საზღვართან მდებარე ქალაქთან F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებით განხორციელდა.
„ეს ზუსტი თავდაცვითი დარტყმები არის პასუხი ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების მხრიდან აშშ-ის პერსონალის წინააღმდეგ განხორციელებულ და ძირითადად წარუმატებელ თავდასხმებზე, რომელიც 17 ოქტომბერს დაიწყო“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა.