უკრაინული მედია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციები აღადგინა.
მედიის ინფორმაციით, ეს სანქციები დროებით შეჩერებული იყო ვაშინგტონის მიერ რამდენიმე თვის განმავლობაში, ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარების გამო.
მედია წერს, რომ სანქციები 17 ივნისს უნდა აღდგენილიყო, თუმცა თეთრ სახლს ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
“აშშ-ის ნავთობის სანქციები როსნეფტისა და Lukoil წინააღმდეგ ძალაში რჩება”,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებული სანქციების პოლიტიკის საკითხებში, ვლადისლავ ვლასიუკიმ.
S&P Global-ის მონაცემებით, 12 მარტიდან 17 ივნისამდე პერიოდში, რუსეთმა ამ გამონაკლისების წყალობით დამატებით 2 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

















