ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ნავთობგიგანტების — „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ სანქციები სრულად აღადგინა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის სანქციების პოლიტიკის კომისარმა ვლადისლავ ვლასიუკმა „უკრინფორმთან“ საუბარში განაცხადა, შეზღუდვების შემსუბუქების ვადა ოფიციალურად 16 ივნისს ამოიწურა.
მიმდინარე წლის მარტში აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული შეზღუდვები დროებით შეამსუბუქა.
აღნიშნული ნაბიჯი გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე არსებულ რისკებს უკავშირდებოდა, რომლებიც გამოწვეული იყო ირანთან მიმდინარე დაძაბულობისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების საფრთხეებით.
ვადის ამოწურვის შემდეგ, კომპანიების წინააღმდეგ ოქტომბერში დაწესებული სანქციები კვლავ სრული მოცულობით ამოქმედდა.


















