15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

აშშ-მა ფულის გათეთრებასთან კავშირისთვის ირანული კომპანიის ქართული აქტივები სანქციების სიაში შეიტანა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის სანქციების ვებგვერდზე ირანისთვის ფულის გათეთრების გლობალური ქსელის მონაწილე კომპანიების სანქცირების თაობაზე ინფორმაცია გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებულ სიაში მითითებულია კომპანია FLUXUS MARINE INC, რომელიც 2021 წელს ირანშია რეგისტრირებული. კომპანიის საქმიანობის სფეროდ ყაზახეთი და საქართველოა მითითებული და მისი ოფისი ილია ჭავჭავაძის #37-ში მდებარეობს.

შესაბამისად, სანქციები აღნიშნული კომპანიის ქართულ საბანკო ანგარიშებზე და სხვა აქტივებზეც ვრცელდება.

გარდა აღნიშნული კომპანიისა, OFAC-ის სიაში მოხვდნენ გერმანიაში; ჩინეთში; ყაზახეთში; არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და სხვა ქვეყნებში რეგისტრირებული კომპანიებიც.

წყარო: bm.ge

banner
წინა სტატიაში“ბადრაგმა გამაუპატიურა” – პატიმრის შოკისმომგვრელი ჩვენება სასამართლოში
შემდეგი სტატიასიცრუეა, რომ თითქოს პატიმარი გიორგი დავითაძე ციხეში გააუპატიურეს – პენიტენციური