აშშ-მა პასუხი უნდა აგოს კიევის „რეჟიმის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე – ვოლოდინი

„ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგოს უკრაინაში კიევის „რეჟიმის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და შევიდეს ომის დამნაშავეთა სიაში“, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

მისივე თქმით, შტატებმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ისინი კოორდინაციას უწევენ უკრაინის „სამხედრო ოპერაციას.“

„კიევის ნაცისტური „რეჟიმის“ მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგოს, დაემატოს სამხედრო დამნაშავეთა სიაში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფაქტობრივად აღიარა, რომ ისინი კოორდინაციას უწევენ უკრაინის „სამხედრო ოპერაციას“ და ამით მონაწილეობენ რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში. აშშ მონაწილეობს უკრაინაში საომარ მოქმედებებში“, – აცხადებს ვოლოდინი.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში “ძალოვანი უწყებები” საგანგებო რეჟიმზე გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაკიევიდან წასულ მოსახლეობას – 8-9 მაისის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება დედაქალაქში ნელ-ნელა დაბრუნება – კლიჩკო