აშშ-მა ორბანის კანცელარიის ხელმძღვანელს ანტალ როგანს მაგნიტსკის სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის კანცელარიის ხელმძღვანელს და მოკავშირეს, ანტალ როგანს მაგნიტსკის სიით გათვალისწინებული სანქციები დაუწესა.

ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად, ანტალ როგანს სანქციები უწესდება უნგრეთში კორუფციაში მისი ჩართულობის გამო.

განცხადების თანახმად, სამთავრობო პოზიციაზე ყოფნის დროს, ცნობების თანახმად, ანტალ როგანი აორგანიზებდა სქემებს, რომელთა მიზანიც იყო უნგრეთის ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორზე კონტროლის მოპოვება.

“მან ცენტრალური როლი ითამაშა უნგრეთში ისეთი სისტემის შესაქმნელად, რომელმაც სარგებელი მოუტანა მას და მის პარტიას უნგრელი ხალხის ხარჯზე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მაგნიტსკის სიით გათვალისწინებული სანქციები უწესდებათ მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებსა და კორუფციაზე პასუხისმგებელი ადამიანებს.

banner
წინა სტატიაში“მოვითხოვთ ახალი, ჭეშმარიტად თავისუფალი, საყოველთაო, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას” -ფსიქოლოგების განცხადება
შემდეგი სტატიაპია კაუმა: ჩვენი მიზანი ნამდვილად არ ყოფილა, რომ ჩვენი ვიზიტი ხელისუფლების აღიარებად წარმოჩენილიყო, ვინმესთვის ლეგიტიმაცია შეგვეძინა. ჩვენ ასე არ ვიქცევით, ეს არც ჩვენი საქმეა და არც ჩვენი მანდატი”