skynews-ის ინფორმაციით, აშშ-მა ომანის ყურეში კიდევ ერთ ნავთობტანკერს დაარტყა.
„აშშ-ის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავმა გემის ძრავის განყოფილებას Hellfire ტიპის რაკეტებით დაარტყა, მას შემდეგ, რაც ეკიპაჟი ამერიკული სამხედრო ძალების მითითებებს არ დაემორჩილა“, – აცხადებს საინფორმაციო სააგენტოს ცნობით აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერ MT Jalveer-ს ირანული ნავთობი გადაჰქონდა და საზღვაო ბლოკადა დაარღვია.
ცნობისთვის, ეს მესამე ნავთობტანკერია, რომელსაც აშშ-მა მიმდინარე კვირაში დაარტყა. აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ სამშაბათს პალაუს დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერ MT Settebello-ზე დარტყმას სამი ინდოელი მეზღვაური ემსხვერპლა.


















