11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

აშშ-მა ნარკოტიკების გადამზიდი გემი დაბომბა- დაიღუპა სამი ადამიანი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კარიბის ზღვაში ნარკოტიკების გადამზიდი გემი დაბომბა – დაიღუპა 3 ადამიანი. მომხდარის  შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთის სარდლობა ავრცელებს

“13 თებერვალს, მეთაურის, გენერალ ფრენსის ლ. დონოვანის მითითებით, ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა „სამხრეთის შუბმა“ სასიკვდილო კინეტიკური დარტყმა განახორციელა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ მართულ გემზე. დაზვერვამ დაადასტურა, რომ გემი კარიბის ზღვის აუზში ცნობილი მარშრუტებით მოძრაობდა და ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული. ამ ოპერაციის დროს სამი ნარკოტერორისტი დაიღუპა. აშშ-ის სამხედრო ძალების არცერთი წევრი არ დაშავებულა”,_ წერს  აშშ-ის სამხრეთის სარდლობა პლატფორმა X-ზე.

banner
წინა სტატიაშიმარკო რუბიო: აშშ და ევროპა ერთმანეთს ვეკუთვნით
შემდეგი სტატიაპარტია “გახარია საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს